10-02-2026
ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთადერთ რამეს - ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „დებატებში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე.
„ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთადერთ რამეს - ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას. ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე. ამას ემსახურება ის ჯარიმები, რომლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობს", - განაცხადა პრემიერმა.
17-01-2026