გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საპატრულო პოლიციამ 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

10-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ა.პ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი და 19-260-ე კვარტა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.