გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული

10-02-2026

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს  სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას.


ILO-ს შეფასებით, საქართველოში 2025 წელს დასაქმებულთა შორის  სიღარიბის საერთაშორისო  ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და  1,4%-ს გაუთანაბრდა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ორ წელიწადში სამუშაო სიღარიბე 2,5-ჯერ, 2012 წელთან შედარებით კი 10-ჯერ არის შემცირებული.


ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2000 წლიდან 2024 წლის ჩათვლით მაჩვენებლები. ირკვევა, რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო  დასაქმებულთა  19%,  ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც 17% ანუ საშუალოდ ყოველი მეექვსე დასაქმებული, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იმყოფებოდა. 

 

სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2024 წლებში. ამ პერიოდში სამუშაო სიღარიბის დონესაქართველოში საშუალოდ 6%-ს გაუთანაბრდა.  ბოლო, ანუ 2025 წლის შეფასებით კი, ქვეყანაში, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა, დასაქმებულთა 1,4%-ია დარჩენილი, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მინიმუმია.