გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს

10-02-2026

Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შეფასებულია 182 ქვეყანა. ასევე, აღნიშნულია, რომ გლობალური საშუალო მაჩვენებელი 42 ქულამდე დაეცა, რაც ბოლო წლების ყველაზე დაბალი შედეგია.


ანგარიშის მიხედვით, ქვეყნების ორ მესამედზე მეტს 50-ზე ნაკლები ქულა აქვს, რაც კორუფციის სისტემურ ხასიათზე მიუთითებს. მხოლოდ 31 ქვეყანამ შეძლო მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა 2012 წლის შემდეგ, მაშინ როცა დანარჩენ ქვეყნებში მდგომარეობა უცვლელი ან გაუარესებულია.


ამ ფონზე, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს, რაც ქვეყანას კორუფციის აღქმის თვალსაზრისით, რეგიონში ერთ-ერთ უკეთეს პოზიციაზე აყენებს.