გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

McDonald's-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

10-02-2026

სწრაფი კვების ქსელმა McDonald's-მა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნიდან გასვლა გადაწყვიტა, რუსეთში ამავე სახელწოდების სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ამის შესახებ რუსული მედია როსპატენტის (რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების) მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იტყობინება.


სააგენტოს დოკუმენტების თანახმად, კომპანიამ განაცხადი 2024 წლის დეკემბერში შეიტანა. როსპატენტმა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია 2026 წელს გადაწყვიტა.


McDonald's-ის სავაჭრო ნიშანი რუსეთში შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკვები პროდუქტების, მზა კერძებისა და სასმელების, ასევე სათამაშოებისა და ჭურჭლის გასაყიდად.