გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და ჩვენი წარმომადგენელი იქნება

10-02-2026

მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და ჩვენი წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, კონფერენციას თავად არ დაესწრება.


„მე არ ვიქნები მიუნხენის კონფერენციაზე, მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, ჩვენი წარმომადგენელი იქნება მიუნხენის კონფერენციაზე. რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება", - განაცხადა პრემიერმა.