გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბავშვის რეგისტრაციის ერთ-ერთ ფორმაში ითხოვს დაზუსტდეს, იყო თუ არა დედა ბავშვის დაბადების მომენტში „მამაკაცი“

11-02-2026

​გერმანული მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დაბადების რეგისტრაციის ერთ-ერთი აქტი, ბავშვის დაბადების მომენტში დედის სქესის დაზუსტებას ითხოვს.


კერძოდ, გამოცემა Welt-ის ინფორმაციით, აშშ-ში გერმანიის წარმომადგენლობების ვებ-გვერდზე განთავსებულია სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგისტრაციის აღნიშნული ფორმა წყვილებისთვის, რომლებსაც ბავშვი საზღვარგარეთ შეეძინათ.


„ეჭვი, თითქოს ფორმის ავტორებს ბიოლოგიურ სქესსა და „გენდერს“ შორის განსხვავების განსაზღვრისას შეცდომა მოუვიდათ, გამორიცხულია, რადგან საგარეო უწყების ფორმაზე შეკითხვა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არის ფორმულირებული. შესაბამისად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს იცოდეს, ახალშობილის ბიოლოგიური დედა ქალი იყო, კაცი, თუ - “მრავალფეროვანი”.


იგივე ეხება მამასაც: განმცხადებელმა ასევე უნდა მიუთითოს, არის თუ არა ის „მამრობითი“, „მდედრობითი სქესის“, თუ „მრავალფეროვანი“; „პასუხის არარსებობა“ ასევე ერთ-ერთი ვარიანტია. ფორმა ითვალისწინებს იგივე ოთხ ვარიანტს ბავშვისთვის, რომელიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, როგორც ჩანს, შეიძლება დაბადებიდანვე იყოს „მრავალფეროვანი“ და არა მხოლოდ ბიჭი ან გოგო“, - აღნიშნავს გამოცემა.


უფრო კრიტიკულია გამოცემა Kettner Edelmetalle, რომელიც ამ ჩანაწერს ბიუროკრატიულ სიგიჟეს უწოდებს.


გამოცემის თანახმად, „რაც ცუდ ხუმრობას ჰგავს, გერმანიის სამთავრობო უწყებებში მწარე რეალობაა”. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვების რეგისტრაციის ფორმა, „თავბრუდახვევას გამოიწვევს ყველა იმ ადამიანში, ვისაც საღი აზრის ნატამალი მაინც შერჩენია”.


გამოცემა აღნიშნავს, რომ სახეზეა გერმანული ოფიციალური ფორმების აბსურდული რეალობა და სვამს კითხვას: „ბიოლოგია მთლიანად მოძველდა გერმანულ ბიუროკრატიაში?”.