11-02-2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 4 პირი: 2004 წელს დაბადებული ზ.თ., 2000 წელს დაბადებული ნ.დ., 1990 წელს დაბადებული შ.შ. და 1997 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 თებერვალს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1990 წელს დაბადებულ ვ.ა.-ს განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო 1988 წელს დაბადებულ პ.კ.-ს და 1990 წელს დაბადებულ გ.ზ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
17-01-2026