12-02-2026
თავდამსხმელი, რომელმაც დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ, ცეცხლი გახსნა კანადის ქალაქ ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლის ბიბლიოთეკაში, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან რუტსელაარი აღმოჩნდა.
გამოცემა Dailymail-ი აქვეყნებს კანადის ისტორიაში სკოლაში განხორციელებული მეორე ყველაზე სისხლიანი სროლის ავტორის ფოტოს, რომელზეც მას ხელში ავტომატი უჭირავს.
რუსტელაარის თავდასხმის შედეგად, მოკლული იქნა მასწავლებელი, ასევე, 13-დან 17 წლამდე ასაკის სამი გოგონა და ორი ბიჭი.
მსროლელმა სკოლაში თავი მოიკლა. მანამდე კი, CTV News-ის ცნობით, მან დედა, ჯენიფერი, და ძმა, ემეტი, მათსავე სახლში მოკლა.
კანადის პოლიციის განმარტებით, რუსტელაარმა საკუთარი თავის ქალად იდენტიფიცირება ექვსი წლის წინ, 12 წლის ასაკში დაიწყო და წლების განმავლობაში, მის სახლში არაერთი გამოძახება დაფიქსირდა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
17-01-2026