გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პოლიციამ ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

12-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 2010 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიაში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.