გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით სონღულაშვილი: ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სოფლის მეურნეობაში არის, ერთი მხრივ, პესტიციდების მოხმარების ოდენობა, მეორე მხრივ, ფასი

12-02-2026

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პესტიციდების და აგროქიმიკატების ფასების რეგულირების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.


მთვარობის სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, დეტალურად გაანალიზდეს ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზები, ხოლო მეორე მხრივ, შემუშავდეს ეფექტიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტის მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერებთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე, აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.


„მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სოფლის მეურნეობაში არის, ერთი მხრივ, პესტიციდების მოხმარების ოდენობა, მეორე მხრივ კი, ფასი. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა ამ საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.  ეს არის ძალიან დიდად განმსაზღვრელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასის; აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესასწავლი და მოკვლეული იყოს და, შესაბამისად, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველა ის კომპონენტი, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაიაფებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.