გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინა

12-02-2026

იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში შეადგინა 6,3 მილიარდი დოლარი.


„საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში გვაქვს პროგრესი, იანვარშიც გაგრძელდა ჩვენი სავალუტო და სხვა სარეზერვო აქტივების შევსება. იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო. რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში შეადგინა უკვე 6,3 მილიარდი დოლარი. მადლობა მინდა, გადავუხადო ეროვნულ ბანკს გაწეული სამუშაოსთვის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხელმძღვანელობას, საბჭოს წევრებს, ყველას მადლობა გაწეული სამუშაოსთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.