გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ნადარეიშვილი: ბოლო ხუთი წლის ჭრილში გვაქვს ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ფართო რეგიონში

12-02-2026

"შარშანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 პროცენტი შეადგინა. ბოლო ხუთი წლის ჭრილში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ფართო რეგიონშიც. ამას საფუძვლად უდევს ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები და რეფორმები, რომელთაც სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებს. დღეს ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის აღნიშნული ტემპი მომავალ წლებში შევინარჩუნოთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.


როგორ მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით იმედისმომცემია. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, მთელი რიგი ინიციატივები როგორ პოლიტიკის, ისე ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში, რომელიც მიმდინარე და მომდევნო წლებში განხორციელდება, ხელს შეუწყობს ამ ამოცანის წარმატებით შესრულებას.