გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინა

13-02-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლენილია აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.


სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 40-მდე ხე-მცენარე. ჯამში ამოღებულია დაახლოებით 8 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი და 57 მრგვალი ხე-ტყე (მორი).


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.


უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები.


აღსანიშნავია, რომ სატყეო სექტორში მიმდინარეობს რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებაა.


სისტემური ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები დაახლოებით 50%-ითაა შემცირებული. სამართალდარღვევების შემცირება ფიქსირდება გასული და მიმდინარე წლების თვის მაჩვენებლებშიც - 2026 წლის იანვარში, 2025 წლის იანვართან შედარებით, დეპარტამენტის მიერ უკანონო ტყითსარგებლობის 20-ით ნაკლები - 127 ფაქტია გამოვლენილი.