გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავა

13-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.ნ. და 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, მ.ნ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, 2004 წელს დაბადებულ მ.ძ.-ს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცივი იარაღით დაზიანება მიაყენეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ნ. და მ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.