გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ნინო თანდილაშვილი: ყოველწლიურად იმატებს ავტომობილების იმპორტი, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, მეტ მავნე აირის გაფრქვევას და ჰაერის დაბინძურებას დიდ ქალაქებში

13-02-2026

მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა,  ქვეყანაში სახეზეა გამონაბოლქვით და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე აირების გაფრქვევით გამოწვეული ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება.


„დაბინძურებული ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები. აქ ჩვენ და საზოგადოება ერთიანად უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც საუბარია ჩვენზე და ჩვენი  შვილების ჯანმრთელობაზე უნდა ვთქვათ,  რომ შეზღუდვები საჭიროა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ნახვა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და შესაძლებელია ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge. ასევე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საინფორმაციო წელიწდეულებს „საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წელიწდეული“ და ბიულეტენებს „მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ”, რომელშიც შესაძლებელია მონაცემების ნახვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ თვეებისა და ქალაქების მიხედვით https://nea.gov.ge.