გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა

14-02-2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ შეინახა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელი “BELUGA”.


ბრალდებული უაქციზო პროდუქციის რეალიზაციისთანავე იქნა დაკავებული. ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.