გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თამარ იოსელიანი: კორეის რესპუბლიკასთან ფრენების დაწყება არა მხოლოდ ტურისტული ინიციატივა, არამედ ეკონომიკური, საინვესტიციო და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული შედეგი

14-02-2026

კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „T'way Air"-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი მიესალმა ფრენების დაწყებას და განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ ტურისტული ინიციატივაა, არამედ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, საინვესტიციო და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული შედეგია.


როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში მგზავრთა რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა, ხოლო 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი სტაბილურად იზრდება.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერას ელოდება და საინვესტიციო შეთანხმება დასრულების ეტაპზეა. პირდაპირი საჰაერო კავშირი ქმნის მყარ საფუძველს, რომ ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.