გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორის გაძლიერება, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა

16-02-2026

„ჩვენი ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გამორჩეულია და ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის. 2021-2025 წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საშუალოდ, 9,3%-ით გაიზარდა და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ თუ შევხედავთ პროგნოზებს, მათ შორის, სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო უპირობო ლიდერია, რომელსაც საშუალოვადიან პერსპექტივაში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - 5,1 პროცენტი" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგნოზები პოზიტიურია და ხელისუფლების მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორის გაძლიერების უზრუნველყოფა, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა.


„ძალიან თანმიმდევრულად ვუდგებით თითოეული სექტორის განვითარებას, რასაც უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ჯამურ ეკონომიკურ წინსვლაში და, რა თქმა უნდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, რაც საბოლოოდ, თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაზე აისახება" - აღნიშნა მინისტრმა.


ქვეყნის განვითარების დინამიკაზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა 2025 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს. მისი შეფასებით, გასული წელი იყო გამორჩეულად წარმატებული, მათ შორის, ისეთ საკვანძო სექტორებში, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და, უშუალოდ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.


„განსაკუთრებულად აღსანიშნავია ტურიზმის ინდუსტრია, სადაც რეკორდი გვქონდა ორი მიმართულებით - ეს იყო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა და ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 4,7 მილიარდ დოლარს მიაღწია", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.