გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალი მოადგილე წარადგინა

16-02-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი წარუდგინა.


მინისტრმა გიორგი წკრიალაშვილის პროფესიულ გამოცდილებასა და განათლებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება და ხედვები სამინისტროს საქმიანობას კიდევ უფრო გაააქტიურებს. დავით სონღულაშვილმა ახალი გუნდის წევრს წარმატებები უსურვა.


მინისტრის ახალ მოადგილეს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  სხვადასხვა პოზიციას იკავებდა იუსტიციის სამინისტროში, მათ შორის 2001–2004 წლებში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. ასევე წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.


ბოლო წლებში იგი კერძო სექტორში საქმიანობდა როგორც მეწარმე სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით, საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. 2023 წლიდან დღემდე იყო სამშენებლო კომპანიების ჯგუფის „რეფორმა ქონსთრაქშენი“ გენერალური დირექტორი.


გიორგი  წკრიალაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი; ასევე სწავლობდა რურის უნივერსიტეტსა (Ruhr-Universität Bochum, ქ. ბოხუმი, გერმანია) და ჩრდილო-დასავლეთ მიჩიგანის კოლეჯში (Northwestern Michigan College, მიჩიგანის შტატი, აშშ).