გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდნენ

16-02-2026

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები გათავისუფლდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილება (18.12.2025 №553), რომლითაც გაფართოვდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებებზე ვეტერანთათვის გათვალისწინებული შეღავათი. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები გათავისუფლდნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან.


აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებების შშმ ვეტერანები -სრულად;

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები - 50 პროცენტით.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანებისთვის დამატებითი შეღავათების დაწესების მიზნით, სხვადასხვა უფლებამოსილ უწყებებთან ერთად განაგრძობს მუშაობას“.