გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება

16-02-2026

იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მლრდ დოლარი.


„იყო ყალბი კამპანიები, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კეთდებოდა ვიდეოები, თითქოს არალეგალ თუ ლეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით და ა.შ. იყო მიზანმიმართული კამპანია. საბოლოო ჯამში, იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. თვითონაც აღიარეს, რომ ეს კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით იყო სრული ტყუილი. პირდაპირ არ უღიარებიათ, თუმცა ირიბად გადაიტანეს აქცენტები ახლა უკვე იმაზე, რომ თითქოს 6.6 მლრდ დოლარის ინვესტიცია არის არარეალური. როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მლრდ დოლარი. ეს ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ეკონომიკური კუთხით დამატებით 11 მლრდ ლარს და სახელმწიფო ბიუჯეტს შემდეგი 10 წლის განმავლობაში, საშუალოდ წელიწადში, 700 მლნ ლარს. შესაბამისად, ეს არის უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვა ინტერპელაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მზად არის, უფრო მეტი დეტალის შესახებ გაუზიაროს ინფორმაცია პარლამენტის წევრებს.


„მიგრაციის თემით დაინტერესდა პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობაც. მზად ვარ, კიდევ უფრო მეტი დეტალის შესახებ გავუზიარო ინფორმაცია პარლამენტის წევრებს და რა თქმა უნდა, მომზადებული მივალთ საქართველოს პარლამენტში", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.