გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს

16-02-2026

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ კანონთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.


როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს.


„ვერც ერთ გვარზე ვერაფერს გეტყვით, გვარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, შესაბამისი უწყება. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.