გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან როდესაც მოვისმინეთ არგუმენტები, რაღაცას შეიძლება ვეთანხმებოდით, რაღაცას არა, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი

16-02-2026

ჩვენ გვქონდა შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და შეიძლება, იმ დისკუსიაში რაღაცას დავეთანხმეთ, რაღაცას არ დავეთანხმეთ, მაგრამ, მთლიანობაში, ჩვენ ჩამოგვიყალიბდა განცდა და შესაბამისად, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში და ზოგადად, არ იყო მიზანშეწონილი თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება, შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის არგუმენტია, რომ ქვეყანას აქვს მწირი რესურსები, რასაც ოპტიმალური გამოყენება სჭირდება და ამ პრინციპთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოისმინა.


„ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან როდესაც მოვისმინეთ არგუმენტები, რაღაცას შეიძლება ვეთანხმებოდით, რაღაცას არა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთლიანობაში, დაგვრჩა ეს განცდა და გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი. ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი. ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ორი საათი ჰქონდათ იმისთვის, რომ წარმოედგინათ არგუმენტები, არც ერთი არგუმენტი არ ყოფილა, მთლიანობაში, ამ ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით. ჩვენ წარვადგინეთ მარტივი პრინციპი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი და არგუმენტით წარვადგინეთ, რომ გვაქვს მწირი რესურსები და ეს მწირი რესურსები საჭიროებს ოპტიმალურ გამოყენებას. არ შეიძლება, 64 ფეხბურთის გუნდი გყავდეს, როდესაც სულ გყავს 15 საშუალო ან მაღალი დონის ფეხბურთელი. არ შეიძლება, 64 გუნდით გამოხვიდე, ასეთ შემთხვევაში, ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებ საერთაშორისო ტურნირებზე. მწირ რესურსებს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება. მე დღემდე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, არც საჯარო სივრცეში, არც გუშინწინდელ დებატებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება, გამოიყენო არაოპტიმალურად ძალიან მწირი რესურსები. წარმოადგინონ არგუმენტები, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ,"- განაცხადა პრემიერმა.