გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იოჰან ვადეფული უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებაზე: ყველაფერი მივაწოდეთ, რაც გვქონდა

17-02-2026

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის განცხადებით, ბერლინს, ფაქტობრივად, ამოეწურა საჰაერო თავდაცვის რაკეტების საკუთარი მარაგი და აღარ შეუძლია მათი უკრაინაში საკუთარი საწყობებიდან გაგზავნა.


კითხვაზე, რატომ შეიქმნა უკრაინაში საჰაერო თავდაცვის დეფიციტი, ვადეფულმა განაცხადა:


„ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენ უკვე აღარ გვაქვს. დარჩენილი საზენიტო რაკეტები, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემებისთვის, ამერიკული წარმოებისაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც საწარმოო ობიექტებიდან გამოდის, ახლა პირდაპირ უკრაინაში მიდის. ყველაფერი მივაწოდეთ, რაც კი გვქონდა. სხვა ევროპელებსაც შეეძლოთ იქ მეტი წვლილის შეტანა. ამა თუ იმ ევროპულ ქვეყანაში სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებიც არსებობს“, - აღნიშნა ვადეფულმა.


მისი თქმით, გერმანიამ ლომის წვლილი შეიტანა იმის დაფინანსებაში, რასაც უკრაინა ღებულობს.


„ეს გერმანიის გამო არ ხდება. ჩვენ ყველაფერი გავხადეთ ხელმისაწვდომი, რაც კი გვქონდა. ლომის წვლილი შეგვაქვს იმის დაფინანსებაში, რასაც უკრაინა ღებულობს“, - აღნიშნა ვადეფულმა.