გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ინდოეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კანვალ სიბალი: რუსეთის გამოფიტვის მიზნით, დასავლეთი უკრაინას უფრო ანადგურებს

17-02-2026

ინდოეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კანვალ სიბალი სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უკრაინის ომის მიმართ დასავლეთის მიდგომას აკრიტიკებს.


სიბალი მიიჩნევს, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთის დასასუსტებლად ერთგვარ იარაღად იყენებს. მისივე აზრით, კონფლიქტის გაგრძელება ემსახურება არა უკრაინის ინტერესებს, არამედ რუსეთის სისხლისგან დაცლას.


„ევროპის პრობლემების გადაჭრის გზა არა რუსეთის სისხლისგან დაცლის მცდელობა, მის წინააღმდეგ პროქსი ომის გაღვივება და ამ პროცესში უკრაინის კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ დაყენებაა, არამედ მოლაპარაკებების გზით ისეთი გადაწყვეტილების მოძებნა, რომელიც არსებულ კომპლექსურ რეალობას დაეფუძნება. მორალური პასუხისმგებლობა მოითხოვს მშვიდობისთვის მუშაობას დიალოგის მეშვეობით და არა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, ევროპული ან უკრაინული პირობებით მოლაპარაკებები აწარმოოს“, - წერს სიბალი.