18-02-2026
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია, პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, 70 წლის იუბილეს ულოცავს.
ირაკლი კირცხალია ბიძინა ივანიშვილს უსურვებს დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ქვეყნის სასიკეთოდ.
კირცხალიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სახელი უკავშირდება იმ ეტაპს, როდესაც საზოგადოებამ თანამედროვე საქართველოში „მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია“.
„დღეს ქართველი ერისკაცის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა.
მისი სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია.
ამ არჩევანის უკან კი დგას ადამიანი, რომელმაც საკუთარი რესურსი და დიდი გამოცდილება ქვეყნის და ხალხის სამსახურისთვის გამოიყენა.
მისი ხედვა და ღირებულებები ჩვენი პოლიტიკური გუნდის საფუძველია, რომელიც ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების გარანტია.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას, საქართველოს საკეთილდღეოდ,”- წერს ირაკლი კირცხალია.
17-01-2026