გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ჩაის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

18-02-2026

შეხვედრაზე მხარეებმა ჩაის სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო ქართული ჩაის ცნობადობის ამაღლების, დაფინანსების, საკანონმდებლო და ცოდნის გაზიარების მიმართულებით დარგის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს. 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მწარმოებლების ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების გათვალისწინება წარმოადგენს. ამ მიზნით მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებების განხორციელების და ახალი პროგრამების შემუშავების პროცესი, რომელიც სექტორის წარმომადგენლების მიერ იდენტიფიცირებულ საჭიროებებს დაეფუძნება და ხელს შეუწყობს დარგის განვითარებასა და ქართული ჩაის კონკურენტუნარიანობის ზრდას.


„ჩაის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე, მათ შორის, საკანონმდებლო საკითხებზე, მარეგულირებელ მექანიზმებზე, დაფინანსების, ცოდნის გავრცელების, სტანდარტების თუ სხვა აქტუალურ თემებზე. მოვისმინეთ მოსაზრებები, ვყალიბდებით ერთობლივი მუშაობის ფორმატზე; ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა გაგრძელდება წარმატებით. ანალოგიური ფორმატით სხვა სექტორების წარმომადგენლებთანაც დავგეგმავთ სამუშაო შეხვედრებს“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.