გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია: აღარ დავუჭერთ მხარს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს - აღარ დავემორჩილებით არარჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს

18-02-2026

საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ერების ინტერესების წინსვლისთვის არსებობენ. ისინი არ წარმოადგენენ გლობალურ საკანონმდებლო ორგანოებს ან მორალური, პოლიტიკური ან სამართლებრივი ავტორიტეტის დამოუკიდებელ წყაროებს,  - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სააგენტოს სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც 2026-2030 წლებს ეხება.

 

დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციები „შორდებიან თავიანთ ნამდვილ მიზანს, როდესაც ქმნიან საკუთარ ამომრჩეველთა ჯგუფებს და ცდილობენ ისეთი დღის წესრიგის წინ წამოწევას, რომლის დამტკიცება ან უარყოფა არცერთ მოქალაქეს არ შეუძლია.“


აქვე, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსეს და მხარს აღარ დაუჭერს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს.


„დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და აღარ დაუჭერს მხარს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ აღარ დავემორჩილებით მათ მმართველ არაარჩევით საერთაშორისო ბიუროკრატებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ, ამერიკელების და პარტნიორი ქვეყნების, როგორიცაა ისრაელი, მოქალაქეების წინააღმდეგ.


ამის ნაცვლად, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ამერიკული გავლენის გაზრდასა და იმ ორგანიზაციებში რეფორმების განხორციელებაზე, რომელთა საქმიანობა გავლენას ახდენს ჩვენს კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე, განსაკუთრებით, სტანდარტების განმსაზღვრელი ორგანოების საქმიანობაზე, ამავდროულად, რეალურ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მათ, ვინც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს. ამერიკის მოწინააღმდეგეები საერთაშორისო ორგანიზაციებს იყენებენ გლობალური წესრიგის შესუსტებისა და შეცვლისათვის ან დაფინანსების მოპოვებისათვის, რომელიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, გამოვიყენებთ ამერიკის ლიდერობას, რათა სასარგებლო ორგანოები დაუბრუნდეს მათ თავდაპირველ მიზნებს, ანუ შევქმნათ კოალიციები, რომლებიც ნათლად და კონკრეტულად ემსახურებიან ჩვენი ეროვნული ინტერესების წინსვლას.“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.