გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით

18-02-2026

მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე, საუბარია შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევაზე გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაქსიმალური ჯარიმა იყო 360 ლარი. ასეთ პირობებში იყო დიდი ცდუნება იმისა, რომ ადამიანს განსაკუთრებული რისკის გარეშე ჩაედინა შესაბამისი სამართალდარღვევა.


„ახალი კანონმდებლობის მიხედვით, როგორც მოგეხსენებათ, დადგენილია გაზრდილი ჯარიმები 1000-დან 3000 ლარამდე და ფულად ჯარიმებთან ერთად, დაწესებულია შემოსვლის აკრძალვა შესაბამისი სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე. გამომდინარე სამართალდარღვევის შინაარსიდან, 6 თვიდან 3 წლამდე შემოსვლის აკრძალვა არის გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის სახით. ასეთი აკრძალვა გასული წლის პირველი ოქტომბრიდან დაუწესდა 2 331 პირს.


ასევე ცალკე არის დადგენილი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ აქაც კრიმინალიზაცია მოხდა მთელი რიგი სამართალდარღვევების. გაძევება და შემოსვლის აკრძალვა, ასეთი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის შემოსვლის აკრძალვა გათვალისწინებულია 2-დან 20 წლამდე ვადით, გამომდინარე სამართალდარღვევის კატეგორიიდან. ასეთი ზომა შეეფარდა სასჯელის სახით 52 პირს საქართველოში პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული.


რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პირის გაძევებას და შემოსვლის აკრძალვას, ასეთი ზომა შეეფარდა 22 პირს პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.