გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბათუმში ტექნოლოგიებისა და სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

7-12-2018

აჭარის საინვესტიციო პოტენციალი სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-8 საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს


ყველა პოტენციურ ინვესტორს და დაინტერესებულ პირს, რამდენიმე ენაზე მომზადებული საინვესტიციო-საპრომოუშენო მასალებით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების საშუალება აქვს: 


აჭარის საინვესტიციო პოტენციალი;
საინტერესო სექტორები ინვესტირებისთვის;
ბიზნესის კეთება;
საკანონმდებლო რეგულაციები;
სტატისტიკური მაჩვენებლები;
საქართველოს ლიბერალური საგადასახადო სისტემა;
საერთაშორისო რეიტინგები.

საინვესტიციო-საპრომოუშენო მასალების ინფორმაციული განახლება ყოველწლიურად მიმდინარეობს.


გამოფენის სტუმრები სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს სპეციალური ვიდეოპრეზენტაციების საშუალებით გაეცნენ.

გამოფენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან თინა ზოიძესთან და არჩილ ვანაძესთან ერთად დაათვალიერა.


„Batumi Build-2018’’-ზე ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები, აღჭურვილობა, დანადგარები, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინია წარმოდგენილი. 


გამოფენაში 5 ქვეყნის 60-მდე კომპანია მონაწილეობს. ღონისძიება კომპანია „Geonet Expo-ს“ ორგანზიებით იმართება.

გამოფენა 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. 


imedinews.ge