გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინისა“ და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

19-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის, თურქეთისა და ამერიკის სამი მოქალაქე დააკავა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 300 გრამამდე „კოკაინი“, ასევე, „მეთადონისა“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 350 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.