გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიგლა თამაზაშვილი: ჩვენი მიზანია, მინიმალური დანაკარგებით მივაწოდოთ წყალი ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას

19-02-2026

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, გამართულ სარწყავ სისტემებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსავლის რაოდენობა, ხარისხის მაჩვენებელი და,  აქედან გამომდინარე, ფასიც.


„თუ გვექნება უხვი მოსავალი, გვექნება დაბალი ფასები. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ დარგის განვითარებას.  დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, აქტუალური საკითხია წყლის რაციონალური გამოყენება ისეთი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც საქართველოა, ვგულისხმობ წყლის რესურსების სიმდიდრეს. ჩვენი მიზანია, მინიმალური დანაკარგებით მივაწოდოთ წყალი ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.


წყლის რაციონალურად გამოყენების საკითხზე საუბრის დროს, გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა მორწყვის სწორი სქემების დანერგვის მნიშვნელობასაც.