გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

19-02-2026

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარწმუნა დაზარალებული, თითქოსდა მის კუთვნილ თანხებს მომგებიან ბიზნესში განათავსებდა - შეიძენდა ძვირადღირებულ ავტომანქანებს და მათ რეალიზაციას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოახდენდა.


აღნიშნული მოტივით ბრალდებულმა დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა ჯამში 550 000 აშშ დოლარი და მეტი დამაჯერებლობისთვის ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება წარუდგინა, თითქოსდა უკვე შეძენილი იყო 40 ავტომანქანა. სინამდვილეში ბრალდებულს ავტომანქანები არ შეუძენია, ხოლო დაზარალებულის კუთვნილი თანხები თაღლითურად მიისაკუთრა.


ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.