გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ამით კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურ

19-02-2026

გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, შესაბამისად, დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა ისეთი ტიპის დანაშაულებრივი საქმეების პოლიტიზებას, რომელთაც საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ პოლიტიკასთან.


„როცა ხდებოდა კონკრეტული ტიპის დანაშაულების ჩადენა, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა ამ საქმეების პოლიტიზებას და ასეთი უამრავი საქმე გვახსოვს. იყო ისეთი დანაშაულებრივი საქმეები, რომლებიც საერთოდ არ იყო კავშირში პოლიტიკასთან, თუმცა აქაც კი ახერხებდნენ სპეკულაციებს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამ მაგალითზეც დაადასტურა იმ მოვლენებმა, რომლებიც განვითარდა. გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, დანარჩენი იყო, ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოების საქმე. შესაბამისად, დადასტურდა, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში,"- აღნიშნა პრემიერმა.