გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კახეთში 1 პირი დააკავა

20-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული დ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ თელავში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს განზრახ შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილით შემთხვევის ადგილი დატოვა. შეჯახების შედეგად დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.


მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მიმდებარედ, მიმალვის მცდელობისას ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.