გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

20-02-2026

საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. 


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ ჩადენილ ქმედებას.


„სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა, რაზეც განვმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას“, - ნათქვამია განცხადებაში.