გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირინა სარიშვილი: ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ სილას პოლიციელებს, ყველა ერთად ნავთით სავსე ბოთლით უნდა მივდიოდეთ მართლმსაჯულების სახლის დასაწვავად. ამას ხუთი ათასი თავდადებული ადამიანიც ეყოფა

21-02-2026

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებს.


მის განცხადებაში საუბარია, რომ საკმარისია რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულებებში შეიჭრან და დაწვან.


„ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ სილას პოლიციელებს, რამდენიმე ათასი და არა ერთი და ორი. ყველა ერთად, ნავთით სავსე ბოთლით უნდა მივდიდოდეთ მართლმსაჯულების სახლი რომ ჰქვია და უსამართლობის კერა რომ არის, იმის დასაწვავად. ყველა ერთად უნდა შევდიოდეთ ყველა შენობაში იმიტომ, რომ ყველა შენობა ჩვენია. გგონიათ ამას ძალიან ბევრი ხალხი უნდა? ხუთი ათასი თავდადებული ადამიანიც ეყოფა ამას. დანარჩენმა ორასი ათასმა და ნახევარმა მილიონმა დაუკრას ტაში, ჩვენ ხომ უმეტესობა მაინც მაყურებლის როლში ვართ,“ - განაცხადა სარიშვილმა.