გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთის პოლიციამ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

22-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული გ.გ. ადევნებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი დაზარალებულ ქალს სისტემატურად, უკანონოდ უთვალთვალებდა და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.