გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

22-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული მ.თ. და 1997 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 10 000 ლარამდე ღირებულების ელექტრომოწყობილობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

კომპლექსურად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.