გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

23-02-2026

კასპის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები გრძელდება.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კოდისწყაროს  ადმინისტრაციული ერთეულის 8 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.


ადგილობრივებმა პროექტის ფარგლებში, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წლის განმავლობაში დასაფინანსებელი მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიეს.


მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე 10 000 -12 000 -16 000 - 20 000 ლარამდე ღირებულების  პროექტები დაფინანსდება და წლის ბოლომდე დასრულდება.


#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2026