24-02-2026
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საჭიროებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გაეროს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების საკითხზე. ასევე, ხაზი გაუსვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და სხვა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე კვლავ წარადგენს რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან".
შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.
17-01-2026