გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმოები კახეთსა და ქვემო ქართლში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

24-02-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის და ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალურ საწარმოებს მიაკვლიეს.


ფიზიკური პირი ლ. მ. (მის: ლაგოდეხში სოფელი ქვემო ნაშოვარი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს".


ინდმეწარმე დ.შ. (მის: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ: დისველი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ახდენდა რძის გადამუშავებას და ეგრეთ წოდებული „ყველის" წარმოებას.


გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.