გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა

24-02-2026

საქართველოს პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა.


ახალშობილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.