გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

არასრულწლოვანი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

25-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტაქსის მძღოლმა, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ტყის მასივში, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოზარდზე სექსუალურად იძალადა.


ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.