გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

25-02-2026

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს, სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს.


მინისტრმა სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობაზე.


შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ამ კუთხით საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობას.


მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან" მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხის გაეროს ფარგლებში განხილვის მნიშვნელობაზე.


შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და გაეროს როლს აღნიშნულ პროცესში.