გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის სტუდენტებისთვის ჯიღაურაში პრაქტიკული სწავლება გაიმართა

25-02-2026

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის სტუდენტებისთვის ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების სხვლა-ფორმირების საკითხებზე პრაქტიკული სწავლება გაიმართა. სწავლება მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების ხელშეწყობას და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.


სტუდენტები ჯიღაურაში მხარეებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმყოფებოდნენ.


მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა დავით ჩიჩუამ და ნიკოლოზ კირვალიძემ სტუდენტებს გააცნეს ვაზის გასხვლის ბიოლოგიური საფუძვლები, ფორმირების თანამედროვე სისტემები და ვენახის სწორი მართვის მნიშვნელობა მოსავლიანობისა და ხარისხის შენარჩუნების კონტექსტში.


მეხილეობის კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა ელენე მაღლაკელიძემ და ლალი გოგინავამ ხილკენკროვანი კულტურების სხვლა-ფორმირების პრაქტიკული მიდგომები წარადგინეს. სწავლება მოიცავდა ნარგაობის ასაკობრივი თავისებურებების მიხედვით გასხვლის სპეციფიკას, მცენარის სწორ ფორმირებასა და პროდუქტიულობის რეგულირების პრინციპებს.


სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზაზე არსებული ამპელოგრაფიული და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები და გაეცნენ ცენტრის კვლევით საქმიანობასა და მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის მნიშვნელობას.