გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სოფელ ფხვენისის ტერიტორიაზე სალთვისის სარწყავი სისტემა იწმინდება

25-02-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქარელის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. არხების რეგულარული წმენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეზონის მოახლოების პერიოდში, რადგან დანალექი მასის დაგროვება ამცირებს წყლის გამტარუნარიანობას.


ამ ეტაპზე სოფელ ფხვენისის ტერიტორიაზე სალთვისის სარწყავი სისტემის 7 კილომეტრამდე მონაკვეთზე წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.


სამუშაოების განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არხის გამტარუნარიანობა და წყლის მიწოდება 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე. განახლებული ინფრასტრუქტურა მოემსახურება როგორც ფხვენისის, ისე შინდისის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს.


შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი ინფრასტრუქტურის წმენდა/რეაბილიტაციის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს, რათა ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდოთ სარწყავი წყალი და უზრუნველყოფილი იყოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მდგარი განვითარება.