25-02-2026
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს კოჯორ–ტაბახმელას ტერიტორიაზე დაღუპული იუნკერები გაიხსენეს.
ახალგაზრდებმა კოჯორ–ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლურად 1921 მეტრი გაირბინეს და მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
იუნკერებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.
იუნკერები 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ.
17-01-2026