26-02-2026
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი მარცხი არა უბრალოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილია, არამედ ამ მიზნის კონსტიტუციაში ჩაწერა.
არესტოვიჩი ამას სუვერენიტეტის დათმობად აღიქვამს, ვინაიდან მისი აზრით, ამით ქვეყანა იზღუდავს საკუთარ თავს და ფაქტობრივად ემორჩილება გარე ძალების ბრძანებებს.
„ჩემთვის უკრაინის მთავარი მარცხი, კოლოსალური მარცხი გახდა ჩანაწერი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. მე პრობლემად არც კი მივიჩნევ თავად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილს; პრობლემა სწორედ მისი კონსტიტუციაში ჩანაწერია, რადგან ამით შენ ცივილიზაციური თვალსაზრისით შეზღუდე საკუთარი თავი და საკუთარ თავს უფროსი დაუნიშნე. ეს „უფროსი“ კი ახლა უკვე შენ გაძლევს განკარგულებებს“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
17-01-2026